ის (მოთხრობა) — შიო არაგვისპირელი
Topics: класика
Beginning
კალოებზე მთელ დღეს სიცხის გულზე ტრიალმა ისე დაქანცა გლეხობა, რო რა წამს ახლად გალეწილი ხორბალი თუ ქერი ჯინებში ჩაცალა და ბზე-კი კალოს პირას მიაგროვა, მაშინვე დაწვა ქოხებში და ღრმა ძილს მისცა თავი, რომ ახლა მეორე დღეს შეუდგეს კალოზე ისევ იმ მომქანცავს და თავბრუ-დამსხმელ ტრიალს.
ალექსის კალოს პირას ქოხში მარტო იმის ცოლ-შვილი იწვა, და ქოხის იქით - იმისი მოჯამაგირე. თითონ-კი საღამოს სოფელში∗ წავიდა და ცოლ-შვილს ამბავი დაუგდო, თუ ამაღამვე არ ჩამოველ, დილაზე ადრე მაინც მოგეშველებით კალოს ჩაშლაშიო.
დიდი ხანია, იმისმა ცოლმა და ორმა პატარა ქალ-ვაჟმა დაიძინა და მოჯამაგირემ ხომ დაწოლის უმალ ხვრინვა ამოუშვა. მარტო თიკოს, ალექსას გასათხოვარ ქალს, არა სძინავს და მოუსვენრად არის. მალი-მალ მუთაქიდან თავს…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.