ადე, ჩამოვიდა — შიო არაგვისპირელი
Topics: класика
Beginning
გოგია მეწისქვილე გულ-ხელ დაკრებილი მივიდა წისქვილის ქვასთან და ალას კვირისტავებით მიეყრდნო. იმან გადახედა ქვის გარშემო სუფთად მოგვილ სახრილეს, მერე ალაში ჩაიხედა, რომელიც სახრილესავით სუფთად იყო მოგვილი და, უკმაყოფილოდ თავის ჩაქნევის შემდეგ, კრიჭას გაშტერებით დაუწყო მზერა. სულ ერთ წამს არ უმზერია ასე გაშტერებით, რომ გადაალაჯა და კრიჭას ძირიდან ხელი ამოჰკრა. კრიჭა მოხვდა ხვიმირს და ისეთი ხმა გამოიღო, რომ გოგია მიხვდა, ხვიმირში არა ყრია-რაო. სარეკი-კი, რომელიც კრიჭასთან უღლით იყო დაკავშირებული, ოდნავ შეთამაშდა და ქვაზე რაკრაკი დაიწყო. ხვიმირის ხმას მაინც არ ერწმუნა გოგია. ის შესდგა წისქვილის ქვაზე და შიგ ჩაიხედა, თანაც ხელი მიუს-მოუსვა შიგნიდან ხვიმირის გვერდებს და რადგან ხელში არა მოხვდა-რა,…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.