''სამშობლო ხევსურისამ'' რა ჰქმნა — ეკატერინე გაბაშვილი
Topics: класика
Beginning
‘‘სამშობლო ხევსურისამ’‘ რა ჰქმნა
ფანტაზია
(ვუძღვნი რაფ. ერისთავს)
ლევან მთიშვილი, როგორც იმის სამშობლოს დიადი კლდეებით შემოზღუდულ ხევსურეთს შეეფერება, ზორბა და წარმოსადეგი იყო, შეხედულობაც მშვენიერი ჰქონდა, თანაც ბედიც სწყალობდა, შემთხვევაც ხელს უწყობდა და წავიდა და წავიდა წინ წუთისოფლის ცხოვრების გზაზე და მალე იმ მეჯლისის თავშიაც გამოიჭიმა, რომელსაც წარჩინებას, ჩინებს, დიდკაცობას უწოდებენ.
იმან უმაღლეს სასწავლებელში მაშინ შეჰყო თავი, როდესაც რუსეთის ერს ჰუმანური აზრები ჰქონდა მოფენილი.
რასაკვირველია, ლევანი უნებლიედ დაემორჩილა იმ დროს და იმ დროის ხალხის აზროვნებას, გაჰყვა იმათ კვალს და როდესაც საქართველოში დაბრუნდა, მხარს უმშვენებდა ჩვენს მოწინავე დასს, ხმას აძლევდა საზოგადო მისწრაფებას:…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.