Memova Learners Teachers Vocabulary test Tutors Pricing Help Українська

ბათურის ხმალი — ვაჟა-ფშაველა

Text · Language: Georgian · Level: hard · Author: ვაჟა-ფშაველა · ≈ 10 min · 1441 words

Topics: класика

Beginning

ბათური ფშავში, თავის სამშობლოში, საკაცით მოიტანეს ბრძოლის ველიდან თანამოძმეებმა და დიდის ამბით მიაბარეს მშობელ მიწას. მოზარეთა ზარი დედამიწასა სძრავდა, მთებს ქედს ახრევინებდა და ცრემლს ადენდა. ბევრმა ლამაზმა ქალმა და რძალმა მოიჭრა ხშირი, ყორნის ბოლოსავით შავი თმა, თორმეტ ნაწნავად დაწნული, ნიშნად ღრმა მწუხარებისა. საკაცეს თან მოაყოლებდენ ბათურის ცხენს, - რახტში ჩამჯდარს; ცხენსაც-კი ჯავშანი ეცვა, ზედ არავინ არ იჯდა. უნაგირის ტახტებზე იყო დაკიდებული გმირის რკინის სამოსელი: პერანგი, ჩაჩქანი, საფუხრეები, სამკლავე-საჩერნეები, ხანჯარი, მშვილდი რქისა და საისრეები. თავად ბათურსაც მტრის ისარმა მოუღო ბოლო. გააფთრებულს ბრძოლაში, ხმლის ქნევის დროს, ისარი დაჰკრეს იღლიის ძირში, რადგან იმას არ უფარავდა…

Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.

Source: ka.wikisource.org/wiki/%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98%E1

Read in Memova

Open Memova