ნაპრალნი — ვაჟა-ფშაველა
Topics: класика
Beginning
პირდაპირ იდგნენ დიდ მთათა შორის. დაბლა მდინარე ღრიალებდა გაბრაზებული, ასქდებოდა დიდრონს ლოდებს, თითქოს ეჩხუბებოდა: ნუ მიშლით, გზა მომეცით, მინდა თავისუფლად ვიდინოვო. მაგრამ ამაო იყო ყოველივე მისი მეცადინეობა, – ლოდები წარბსაც არ იხრიდენ; ხოლო მდინარის ტალღების შენახეთქები, ამ ლოდებზე წინწკლებად ქცეული, ნისლის მსგავსად ესხმებოდა ამ ნაპრალთ; იქაც ვერა სძლებდენ, ისევ წვეთ-წვეთად მდინარეშივე ჩადიოდენ… ეს ნაპრალნი მხოლოდ ერთმანერთს შესცქეროდენ. არც ერთ მათგანს არ შაეძლო მაღლა აეღო თავი, ან გვერდზე მოეხედნა, იქით ან აქეთ. ძალაუნებურად უნდა ერთს მეორისათვის ეცქირა თვალ-წარბში. ერთად ყოფნამ, ერთმა ჭირმა და ლხინმა შეაყვარა იმათ ერთმანერთი, თუმცა ერთად მისვლა არ შაეძლოთ; ერთი გამოღმა აყუდებულიყო,…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.