უსინათლო ლექსო — ეკატერინე გაბაშვილი
Topics: класика
Beginning
უსინათლო ლექსო
ლექსო ხუთი წლის იყო, როდესაც ყვავილი დაერია ბერიკიანთ დიდ ოჯახს. ექვსი კვირის განმავლობაში დიდი თუ პატარა სულ ჭერეხებივით ელაგენ ლოგინში. რასაკვირველია, ლექსოც არ გადურჩა ამ საშინელ სენს, რადგანაც ისიც, როგორც მთელი ოჯახი, ყვავილს აუცრელი იყო. ავადმყოფობის პირველსავე დღეს ისეთი საშინელი სიცხე მისცა ლექსოს, რომ გონება დაეკარგა და მოჰყვა ბოდვას; სახეზე შავი ალმური ასდიოდა და ხელებს აქეთ-იქით აწყვეტდა.
იმისი დედა მელანო გაშრა მწუხარებისაგან, მაგრამ რას გააწყობდა, კალთაზე გადიწვინა თავისი ერთადერთი ბიჭუნა და თვალებში ჩაჰყურებდა დღე და ღამე. ავადმყოფი არცა სჭამდა, არცა სვამდა და მხოლოდ გულსაკლავად გმინავდა.
მარტის ნახევარი იყო, _ ქარი, წვიმა, თოვლი სულ ერთმანეთში ირეოდა და კორიანტელს…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.