შალვას ნანახი ხატი — ვაჟა-ფშაველა
Topics: класика
Beginning
ბუთლას ქოხი მარტოდ-მარტო მოსჩანს ტყეში. ზევით და ზევით რომ აივლიდა ცოტად ამ ქოხიდამ კაცი, საძოვარს ბალახს მოეკიდებოდა. იქ ხშირი ტყე აღარ იყო: ათასში ერთგან თითო-ოროლა არყი და ცირცელი იდგა, მაგრამ ეს ტიტველი ნაწილი მთისა ბალახით და ყვავილებით იყო მდიდარი. ბუთლას ქოხი ისე იყო შამბით და დიდრონის ხეებით დაჩრდილული, რომ მთას, ძლიერაც რომ მოეწადინა, მაინც ვერ დაინახავდა მას, თუმცა კი თავზე დასჩერებოდა. ქოხს კედლები ერთმანეთზე დაწყობილი, გაუთლელი ნახჩებისა (ხეები) ჰქონდა და ზედ ნაქერქალი1 ეხურა. ყველა მთიელი მწყემსი სამთო ქოხს ამგვარად აკეთებს. ქოხს შორიახლოს ჩაუდიოდა მეტისმეტად წმინდა, ანკარა, ცივი, მუდამ მხიარული ხევი. ეს პატარა მდინარე ერთთავად მღეროდა, განუწყვეტლად უგალობდა, უმღეროდა მთას და…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.