Memova Learners Teachers Vocabulary test Tutors Pricing Help Українська

არწივი (1904) — ვაჟა-ფშაველა

Text · Language: Georgian · Level: medium · Author: ვაჟა-ფშაველა · ≈ 11 min · 1606 words

Topics: класика

Beginning

დაფიქრებული იყო, იჯდა მაღლის მთის მწვერვალზე. მაღლიდან ცა დაჰყურებდა, თითონ კი როდი უცქეროდა ცას. არაა იგი ჩვეული მაღლა ცქერას. რადა? – მადა, რომ სანადირო ცხოველი თუ ფრინველი დაბლა მოიპოვება, მაღლა ფრენა მხოლოდ წეროებს უყვარს, მაგრამ იმათაც არწივი ძირს მოიქცევს, თავად მაღლიდან დაჰბრუნავს თავზე; გამარჯვებისათვის ამისთანა ზნე-ჩვეულება სჯობია: ზევიდან დაცემა მის მსხვერპლს თავზარსა სცემს და წინააღმდეგობის საშუალებას უსპობს; არწივის მხრებით გაკვეთილი, გაპობილი ჰაერი ქუხილია ცისა, საშინელია, ღვთის რისხვაა, სიკვდილია პირდაღებული, ხმალმოღერებული, შეუპოვარი, შიშუცოდარი. თქვენ, იქნება, არ გაგეგონოთ და არც გენახოთ მარგილზე ჩამოგებული არწივი, მსხვერპლისთვის დატევებული, მაგრამ მოტყუებული?! სამსხვერპლომ…

Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.

Source: ka.wikisource.org/wiki/%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%95%E1%83%98_(1

Read in Memova

Open Memova