განკარგულება — ეგნატე ნინოშვილი
Topics: класика
Beginning
განკარგულება
მშვენიერი საღამო იყო. უსაზღვრო ცის ლურჯი კამარა დილის დამატკბობელი სიმშვიდით დაჰყურებდა იაკამად დადუმებულს მწვანე არემარეს. მაისის გრილი ჰაერი სიცოცხლეს ჰფენდა ცასქვეშეთს. მთელი დღის განმავლობაში მუშაობით მოქანცულმა კაცია მუნჯაძემ მიაყუდა თოხი კუთხეში, დაჯდა სახლის წინ ბელტზე და დაუძახა ცოლს:
- კესარიავ, თუ ქალი ხარ, დროზე გააკეთე ვახშამი! ისე ვარ მოღალული, რომ ძვალი ცაკე მაქ და ბილი ცაკე.
კაციას უმცროსმა ბავშვებმა გაიგონეს მამის ხმა თუ არა, ბაბაი მოსულა ყანიდანო, დაიძახეს, გამოცვივდნენ გარეთ პატარა, ქოხის მსგავსი სახლიდან და შემოეხვიენ თავიანთ საყვარელ ბაბას. უმცროსები ერთი იქით დაუჯდა მუხლზე და ერთი აქეთ, მესამე ბავშვი წინ გაუჩერდა და წვერების ფურჩქვნა დაუწყო. ბაბა წითელი…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.