სვავი (თედო რაზიკაშვილი) — თედო რაზიკაშვილი
Topics: класика
Beginning
სვავი
დიდი ხანია რაც ის აქ მოვიდა და მაღლა, მწირსა და ყინულიან მთაში დაბინავდა. განა სიცხის ეშინოდა, ან მთა უყვარდა, ან ყინულებს შესტრფოდა და იმიტომ დასახლდა აქა? სრულებითაც არა! ბარში აღარ დააყენეს, შიმშილით სიკვდილს ისევ თოვლიან მთაში არჩია შეხიზნვა; თუ ბევრი არ იქნება, ცოტას ხომ მაინც ვიშოვი საჭმელსაო. მეცხვარეებისაგან არ იქნება არა მერგოს რაო. მგელი მოიტაცებს რასმე, ძვალი მაინც დამრჩება, კლდეზე დაიჩეხება რამე, ხო ჩემი ლუკმა იქნებაო.
მართლაც და ძალიან გამხდარი იყო. სქელ ძვლებზე მარტო ლურჯი კანიღა ეკრა.
რა იჭერდა, ღმერთმანი, იმ სისხო ფრთებს და ბუმბულს ცარიელა ტყავში?!.
ერთი ბუმბულისთვის რო გამოგეწია, ასე გეგონებოდა, მთელი კანი აეყარაო.
ან კი რა გაასუქებდა, - იმისი მუცელი განა მაგრე ადვილად…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.