ღვინია გადაიჩეხა — ეკატერინე გაბაშვილი
Topics: класика
Beginning
ღვინია გადაიჩეხა
(საახალწლო იმედები)
_ ნიკო, ხვალ ძლიერ ფრთხილად უნდა იარო, თორემ ამ საშინელ გაყინულზე, თუ ერთი ფეხი გაუსხლტა საქონელს, ის არის და ისა, ცოცხალსაც ვერ ააყენებ.
_ ოჰ, და! მე და ჩემმა ღმერთმა, მართალს ამბობს ნენეი, _ დაუმატა რძლის სიტყვებს მოხუცებულმა გოგიამ, რომელიც რკინის ფეჩის წინ იყო მიცუცქული და ხელებს ითბობდა. _ აგერ სამოცდაათი წლის კაცი დავბერდი და თითქმის არ მახსოვს, რომ მოვსწრებოდე ამისთანა ყინვას ჩვენს ქვეყანაში. ჩემს ბიჭობაში კი გამიგონია, 1800 წელს მტკვარი ისე გაიყინა, რომ ორი კვირა ხალხი ზედ გადიოდ-გამოდიოდაო.
_ ეხლაც აგრე არ არი? იმ დღეს რომ ქალაქში ვიყავი, მტკვრის პატარა ტოტზე აბდა-უბდას დაყირაობდნენ ‘‘პოვოსკები’‘. პატარა ბიჭები ისე დასრიალებდნენ კუკიის ხიდის ქვეშ,…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.