Memova Learners Teachers Vocabulary test Tutors Pricing Help Українська

პაპას მსოფლიო ფიქრები — ვაჟა-ფშაველა

Text · Language: Georgian · Level: hard · Author: ვაჟა-ფშაველა · ≈ 14 min · 2113 words

Topics: класика

Beginning

პაპამ ანდაზებით ლაპარაკი იცის: რაც ძველებს უთქვამთ, ერთი სიტყვაც არ ჩავარდება, სულ მართალიაო, ამბობს იგი. კაცი უნდა დინჯი იყოს, რადგან „სიდინჯე გმობილი სჯობს სიჩქარესა ქებულსა“, და მომთმენი, რადგანაც „მოთმინება კაი საქონელია“. ყოველი ფიქრი, სიტყვა და აზრი, რაც კი რომელიმე ანდაზას არ ეთანხმება, ფუჭია, სიცრუვეა. ამიტომ თავის ფიქრს და რჩევას უმცროსებისათვის სავალდებულოდ ხდის. „დედის წინ მორბინალს კვიცს მგელი შესჭამსო“.

მისი სიწყნარე და სიდინჯე, სხვაც რომ არაფერი იყოს, აქედანაც გამოიხატება: ერთის დღის სავალს სამი და ოთხი დღე უნდება. საფერხედ ჯორაი ჰყავ და ძალიანაც ეზოგება; სულ ფეხით დაუძღვება წინ და მინამ თითონ კარგად არ მოიღლება, არ შეჯდება ზედა. შეჯდება და ვაი იმ შეჯდომას, უნაგირზე კი არა,…

Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.

Source: ka.wikisource.org/wiki/%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A1_%E1%83%9B%E

Read in Memova

Open Memova