Memova Learners Teachers Vocabulary test Tutors Pricing Help Українська

საფლავის ქვაზე — ვასილ ბარნოვი

Text · Language: Georgian · Level: hard · Author: ვასილ ბარნოვი · ≈ 15 min · 2286 words

Topics: класика

Beginning

ცრემლი ხომ მწუხარების ნიშანია, მაგრამ ისიც სამკაულია მადლიან სახეზე. ციმციმებს ცვარი ცრემლისა ტურფად ახრილ წამწამზე, თრთის, კამკამებს: ჩამდგარა ცვარი ცრემლისა ბროლის საგუბარში და თვალთა ნაპერწკალი ელვარებს მასში: მარგალიტად აგორებულა ცვარი ცრემლისა ეშხით გაღვივებულ ლოყაზე და ზოგან შერჩენია ზედ, მოწყვეტა დაჰნანებია:ჰსურს ზედ შეაკვდ - შეაშრეს.

ესეთი სახე კორდია ყვავილთა, გაზაფხულის ყვავილთაგან შეთხზული კორდი, ნამნაბკურები, დაცრემლილი.

- რა ძალიან მომწონს ხორცის მშვენება?

- რატომაც არ ვაქებ! ნივთიერი ვარ, ხორციელი; ღვთით, ჯერ მიწაზევე მიდგა ფეხი და თაყვანსა ვცემ ნივთში მომწყვდეულ უკვდავ სიტურფეს. სული! სული! რა იცი, რომ სული იგივე ხორცი არ არის, მხოლოდ წმინდა, განსპეტაკებული, ჰაეროვანი,…

Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.

Source: ka.wikisource.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%95%E1

Read in Memova

Open Memova