ფითრი — თედო რაზიკაშვილი
Topics: класика
Beginning
ფითრი
მცივა, მცივა! შემიბრალე, თავშესაფარი მომეც, სიცივით ნუ მომკლავ, ხო ხედავ, რა პატარა ვარ, ლამის ქარმა გადამაგდოს და თოვლმა დამახრჩოს! ბინა მომეც, ცისქვეშ ნუ დამაგდებ, - ასე ევედრებოდა სიცივისაგან სიკვდილის პირზე მისული პაწაწა ფითრის თესლი მსხლის ხესა, რომელსაც ამაყად თავი მაღლა აეღო და ირხეოდა.
ქარი ჰქროდა, თოვდა, ნამქერი ტრიალებდა.
მსხალმა წვერებიდან გადმოხედა ფითრის მარცვალსა; ეძებდა, ვინ ეძახდა, რა სულიერი იყო მთხოვნელი, ათვალიერებდა, მაგრამ არავინა ჩანდა.
- გამოჩნდი, არ დამენახვები, ვიღაცა ხარ, ჭოგრიტით გეძებო? სადღაც შემძვრალხარ და წრიპინებ! - ჩამოსძახა გაჯავრებულმა მსხალმა.
ფითრის მარცვალი ზედ ტოტზე აცოცდა, ქერქს ამოეფარა და რაც ძალი და ღონე ჰქონდა, იჭიმებოდა: დამინახოსო. თან მსხლის…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.