Memova Learners Teachers Vocabulary test Tutors Pricing Help Українська

ჩემო შვინდავ — შიო არაგვისპირელი

Text · Language: Georgian · Level: hard · Author: შიო არაგვისპირელი · ≈ 17 min · 2507 words

Topics: класика

Beginning

ღამის სიბნელეს ერთი ალიაქოთი შეუდგა და შიშისაგან ტუჩისფერი დაჰკარგა, როცა დღის ნათელს თვალი შეასწრო, სიბნელე ჰგმინავდა, ფორთხიალობდა, ებრძოდა სინათლეს, მაგრამ ვერას გამხდარიყო. სასოწარკვეთილებით მიჰმართა თავისს დარაჯ-ვარსკვლავებს და საშველად იხმობდა. მაგრამ ისინიც შიშისაგან სადღაც მიმალულიყვნენ და თავის დედის - სიბნელის მომაკვდავი ხმა არ ესმოდათ. მარტო შორს, სადღაც ცის კიდეს, გამოჩნდა ამ ხმაზე ერთი დარაჯი, მალვით გამოაბჟუტა თვალები და, თავისი დედა - სიბნელე მთლად ნაცრისფრად ქცეული რომ დაინახა, ნაღვლიანად ჩაიქნია თავი და ისევ მიიმალა.

დარაჯთ ამნაირ სამარცხვინო საქციელისთვის ხმელეთიდან ფრინველთ ყიჟინა დასცეს და სინათლეს-კი “ვაშა, ვაშა”-ს შესძახოდნენ. ტოროლა მაშინვე წამოვარდა თავის ბინიდან და…

Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.

Source: ka.wikisource.org/wiki/%E1%83%A9%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%9D_%E1%83%A8%E1%83%95%E

Read in Memova

Open Memova