უმანკო სისხლი — ალექსანდრე ორბელიანი
Topics: класика
Beginning
უმანკო სისხლი
ვინ იცის, რამდენი ამბავი მომხდარა ჩვენს ქვეყანაში, დიდი ანუ მცირე; მგონია, ერთი მცირედი ადგილი არ იყოს ჩვენს ქვეყანაში, რომ ჩვენს წინაპართ სისხლი არ დაეღვაროთ იმ ადგილზედ თავის მამულისთვის. ამაზედ ბევრი სათქმელია, მაგრამ ლაპარაკის გაუგძებლობისათვის ეს ვიკმაროთ და ამის შემდბომი წავიკითხოთ, ამ უმანკო სისხლის ამბავი.
ერთს ქართველის დიდის კაცის სახლში აღიზარდნენ სამნი ყმაწვილნი ქალები: საღმრთო, საერო წერილები დაასრულეს, კერვა ხელ-საქმეში განვითარდნენ, წყნარი, მშვიდობიანი ქცევა მიიღეს, უფროსების პატივის ცემა დაიხსოვეს, დედ-მამისა მორჩილება დაიმარხეს, კრძალული ყოფა-ცხოვრება შეიძინეს, თანასწორის პირებისათვის შესაფერი ზრდილობა ისწავლეს და დარბაზობის საუბარსაც უცხოდ მიმოხვრიდნენ, სადაც…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.