დაეწაფა სურვილით — ვასილ ბარნოვი
Topics: класика
Beginning
მაისის ღამე იყო, ბადრი მთვარით გაბრწყინვებული. სოფელ შვინდიანს ჯერ არ ეძინა. დიასახლისები ვახშამს ამზადებდნენ; ძილმორეული ბავშვები დედებს გარს ევლებოდნენ, კალთებს უჭერდნენ, არ შორდებოდნენ; დამაშვრალნი მუშაკნი იშმუშნებოდნენ, ვახშამს ელოდნენ, შეღერებული გოგოები საუბრით ვერ გამძღარიყვნენ და, თუმცა ბევრჯელ ეთქვათ, ღამე მშვიდობისა, მაინც ერთმანეთი არ ეთმობოდათ, სიტყვა ვერ შეეწყვიტნათ, გაყრა უმძიმდათ.
ფოცხვერაანთ ბაბუცამ მიართვა თავისებს ვახშამი, თითონაც მოკიკნა ცოტა რამ, ოდნავ შეახო ღვინოს და გამოვიდა გარეთ. ღობესთან ურემი ეგდო, იმას დაეყრდნო ქალი. გადაღმა დიაკვნიანთ სახლიღა იდგა. იმის იქით იწყებოდა აბიბინებული მინდორი, ხასხასი ყვავიმებით მოქარგული; ღამის ნიავს სუნნელება მოჰქონდა იქიდან.
ქალმა…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.