დათვი — ვაჟა-ფშაველა
Topics: класика
Beginning
გამარჯვებული დათვი სარკეში იცქირებოდა; წვერს ივარცხნიდა, ულვაშებს იწკეპავდა, იმშვენებდა; თვალებს, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, დიდად ხან გაახელდა, ხან მიჰლულავდა და გუნებაში ამბობდა: „იჰ, იჰ, რა ბიჭი ვარ, ძალიან მოხდენილი ვარ, ძალიან! ჩემზე ლამაზი დედამიწის ზურგზე არც ერთი ცხოველი არ მეგულება. ლომი? – კატაა. ვეფხვი? – ისიც ხომ კატაა. მგელი? – ძაღლია, ძაღლი. ტყუილია ჩემისთანა. ამ ტოტებს უყურებთ? რა ტოტები მაქვს, თუნდა მოვდვა და ეს ჭანდარი ეხლავე პირქვე დავცე?!“ – სთქვა რა ეს, უკანა ფეხებზე შედგა, ტოტი ტოტს შემოჰკრა და სიამოვნებით გაიღიმა. „არა, – განაგრძო დათუნამ, – მე რომ წინ მიდგებიან, ვითომ რაო? რა ჰგონიათ? არ იციან, რომ დავლეწავ, დავფშვნეტ, ყველაფერს ნაცარ-მტვრად ვაქცევ? ვინა ვარ მე? ვინ?…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.