ქინაქინა — დუტუ მეგრელი
Topics: класика
Beginning
ქინაქინა
მშვენიერი ზაფხულის დილა იყო. მზეს თუმცა უხვად მოეფინა დედა-მიწაზე თავისი სხივები, მაგრამ ჯერ კიდევ გრილოდა. ხან-და-ხან ქროდა საამო ნიავი და ფენდა გარშემო ბაღებიდან ტკბილ სურნელებას სხვა-და-სხვა ყვავილებისას. დიდი სიმხიარულე იყო ყოველგან: სულიერი თუ უსულო სიამოვნებით შეხაროდა ამ ბედნიერ დილას.
არც კ_ის სასოფლო სკოლის პაწაწა შეგირდებით მოფენილი ეზო იყო მოწყენილი ამ დილას: ბავშვები უკან არ ჩამორჩებოდნენ საერთო მხიარულებაში სიცოცხლით სავსე ბუნებას და მასთან ერთად დღესასწაულობდენ, ათასნაირ თამაშობაში გართულნი: სულ პატარები ჭრელ პეპლებს დასდევდენ დასაჭერად, უფრო…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.