მიქელა — დავით კლდიაშვილი
Topics: класика
Beginning
უბედურ მოხუცებულობას შეესწრო მიქელა გიორგაძე. სულ მოკლე ხნის განმავლობაში მიწას მიაბარა თავისი სამი ვაჟი, ერთი ცოლშვილიანად. მრავალრიცხოვან ოჯახიდან მას შერჩა მხოლოდ ორი შვილიშვილი და დაქვრივებული რძალი მაია.
- მადლობა უფალს!.. ყველაფერი მისი ნებით ხდება! ყველა მისი ნების ქვეშ ვიმყოფებით! - ამბობდა მიქელა, როცა მწუხარება გულს მოაწვებოდა ხოლმე.
მოხუცებული ერიდებოდა რაიმე საყვედური წამოსცდენოდა ღვთაების მიმართ.
არც შავები ჩაუცვამს, არც თმა და წვერი მოუშვია; არავის ამჩნევინებდა თავის მგლოვიარობას. მორჩილებით და მოთმინებით უზენაესის ნების წინაშე იმედოვნებდა მიქელა ღვთაების გულისმოგებას, მისგან შებრალებასა და შეწყალებას. და სწამდა კიდეც, რომ აგრე იყო; შერჩენილი, ცოცხლად მყოფი ორი შვილიშვილი…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.