სოვდაგარი — ვასილ ბარნოვი
Topics: класика
Beginning
- ამბობენ, ქართველს ვაჭრობაში შნო არა აქვსო. ეს მართალი არ არის: მთელ დასავლეთ საქართველოს ეხერხება ვაჭრობა. თანხა არა აქვთ, თორემ ნახავდით, რა უნარს გამოიჩენდნენ აღებ-მიცემაში. აქათაც, ქართლ-კახეთშიც, ბევრმა შესძლო ვაჭრობის მოწყობა და თავი ისახელა.
- ვინ ისახელა თავი? ათასში ერთი თუ ღონღილაობს. არამც თუ კერძოდ ვერ უძღვება ჩვენი კაცი ვაჭრობას, ამხანაგობებმაც ვერ შესძლეს სოვდის როგზე წაყვანა: ან დაიკეტნენ, ან დღე აქვთ დათვლილი.
- ძალიან უიმედოდ უყურებ საქმეს! შენ სიტყვებში თუ ცოტა სიმართლეა, მხოლოდ იმისთვის, რომ ჩვენ სხვანაირ ცხოვრებას ვატარებდით: ხმალ ქვეშ ვიყავით, წყნარი ცხოვრებისთვის არ გვეცალა და გამოცდილება გვაკლია. ნიჭით კი არ ჩამოუვარდებით არავის. მართლა და, რითი მჯობია თუნდ მე ვიღაც…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.