Memova Learners Teachers Vocabulary test Tutors Pricing Help Українська

მრევლში — დავით კლდიაშვილი

Text · Language: Georgian · Level: medium · Author: დავით კლდიაშვილი · ≈ 26 min · 3861 words

Topics: класика

Beginning

ნაწირვები იყო. ფართოდ გაშლილ ცაცხვის ქვეშ თავშეყრილ გლეხკაცებში ჩამჯდარი მაღალი ტანის ახალგაზრდა მღვდელი გაცხარებით ლაპარაკობდა:

განა მე თვითონ არ მაწუხებს ასეთი ჩემი მდგომარეობა, თქვე დალოცვილებო?! კი გეთქმისთ საყვედური, კი!.. ხშირად გაკლივართ… თქვენს დროზე არა გყავთ მღვდელი, მოკლებული ხართ მღვდელმსახურებას, მაგრამ რა გიყოთ, ჩემო კეთილებო, რა ვქნა, რომ ასე არ იქნეს!.. მღვდელი ახლოს გინდათ გყავდეთ, ამისათვის ბევრს ვეცადე, მაგრამ რა გზით შემოვუარო ამას, როცა მთელ სოფელში ვერსად ვერ ვიშოვე საქირავოდ სადგომი! თუმცა ჩემთვის მეტისმეტი გასაჭირი იქნებოდა ქირის გადახდა, მაგრამ ვინ ოხერი თავს არ შეიწუხებდა, ოღონდ კი თქვენგნით საყვედური ამეცილებინა...

იცის ღმერთმა, რომ ვწუხვარ, მეტად ვწუხვარ ამ ჩემი…

Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.

Source: ka.wikisource.org/wiki/%E1%83%9B%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%A8%E1

Read in Memova

Open Memova