მრუდე მსხალი — ვასილ ბარნოვი
Topics: класика
Beginning
- ხალხო და ჯამაათო! თქვენ ამის სახეს კი ნუ უყურებთ და ფერს, იმას კი ნუ იტყვით, მუქი პატარძალი მოიყვანაო კანებიანი, ტქვენ ამის უნარი ნახეთ და გამრჯელობა! ქალის ჯარასავით ტრიალი ოჯახს წაღმა დააბრუნებს, ამის გავარჯიშებული ხელი, ჭრა-კრვაში დახელოვნებული მარჯვენა სოფელსაც დაეხმარება. ათი თითი სანთელია სახლში შენათებული, აგრემც მიცოცხლებს ღმერთო ამ ჭარამუდათ შვილს! - თქვა ძალუამ მართამ, როცა შეიყვანა პატარაძალი სტუმრებით სავსე დარბაზში.
სჯობდა არაფერი ეთქვა ძალუა მართას, რადგან იმისმა სიტყვებმა მეტი ცნობისმოყვარეობა აღძრეს ხალხში და ყველამ თვალები შეანათა მწარიაანთ გარუჟულ გოგოს. პატარაძალი ისეც კრთებოდა და იბუზებოდა, ეხლა ხომ მთლად დაიწო სირცხვილით, ალმური აედინა, თავი ჩაღუნა, წელში მოიხარა, თუ…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.