კონა — ეკატერინე გაბაშვილი
Topics: класика
Beginning
კონა
- დედა, პური, დედა, პური!
მისუსტებულის ხმით შესტიროდა ოთხი შვილი ერთს მაისის მშვენიერს დილას ახალკაცის ცოლს, მართას.
- ვაი, დედათქვენს, რომ ვერაფრით გაგაძღობთ, - თავისთვის წაიტუტუნა მართამ და შვილებს კი ნუგეში მისცა: - სუთ, სუთ! ეხლავ მხალს მოგიხარშავთ. ხვალ მამათქვენი მოვა და ფქვილს მოგვიტანს.
- ფქვილს მოგვიტანს? მართლა? ფქვილს მოგვიტანს? - სიხარულის ღიმილმა გაუარა სახეზედ ოთხს უსუსურს ბავშვს, რომელთაც ერთის კვირის განმავლობაში მარილწყალში მოხარშულ მხალის მეტი არა ეჭამათ რა.
დედამ კი გულით ამოიოხრა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ მამა ამათ ბევრს არას მოუტანდა და, ვინ იცის, ისიც დამშეული სად დაეხეტებოდა საგლახაოდ, ლუკმა-პურის სათხოვნელად.
სამი წლის განმავლობაში ზედიზედ ქიზიყში მოსავალი არ…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.