გოგია უიშვილი — ეგნატე ნინოშვილი
Topics: класика
Beginning
გოგია უიშვილი
- იი ეკუცია კიდევ ჩამოუყენებიათ სოფელში! დღეს ნაცვალმა ჩამოირბინა და გამოაცხადა: კომლმა თითო თუმანი უნდა შემოიტანოს ეკუციის ხარჯათ. შეშა, თივა, სიმინდი კიდევ სხვააო! - გულგატეხილის კილოთი უთხრა მარინემ თავის ქმარს, გოგიას, როცა ეს უკანასკნელი სამუშაოდან საღამოს შინ დაბრუნდა.
- კიდევ ეკუცია!.. ხომ არ გადირიე, დედაკაცო. კიდევ ეკუცია რომ ჩამოგვიყენონ, ფუტი გაგვიცივდება! - სთქვა გოგიამ და სახეზე დაღრეჯილობა დაეტყო.
- მე რომ მიწყრები, ჩემი ბრალია თუ! უსაყვედურა მარინემ ქმარს.
ახლა ერთი შენც დაიჩემე! გიწყრები! მიხთი, ადამიანო, იმას გიჩივი, რომ ვეტყოდი იმ ოჯახდაქცეულს - ახლა ნადელის ფული, ახლა ხუცის ფული, ახლა ფოშტის ფული, ახლა გზის სამუშაო და რა ვიცი, ათასი ჯანაბა უნდა გადაიაროს ამ ჩვენ…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.