დარისპანის გასაჭირი — დავით კლდიაშვილი
Topics: класика
Beginning
დარისპანის გასაჭირი
სურათი ერთ მოქმედებად
მოქმედნი პირნი
მართა ქვიტირიძისა,
პელაგია საბელაშვილისა.
ნატალია, პელაგიას ქალიშვილი.
დარისპან ქარსიძე.
კაროჟნა, დარისპანის ქალიშვილი.
ონისიმე მათარაძე.
ოსიკო ხარებაძე.
გამოსვლა პირველი
უბრალოდ მორთული ოთახი მართას სახლში.
მართა და პელაგია
მართა
ახლავე აქ მომიყვანე ჩემი ნათლული, პელაგია ჩემო!.. ამ საღამოს მესტუმრება ონისიმე მათარაძის ბიძაშვილის - ედუკიას შვილი... ხარებაძეს რომ ჰყავს, ეგებ ღმერთი შეგვეწიოს და ჩემი ნატალიას ბედმა გასჭრას!..
პელაგია
მიშველე, ჩემო ბატონო, ჩემო მწყალობელო!.. იცხონე სული... მოისხი ჩემი შვილების მადლი!.. ერთი, ერთი ვინმე... რას დავეძებ, ვინ იქნება, სახლში სიძედ შემომაყვანიე და გაჭირვებისაგან მიხსენი. ერთი ვინმე პირველი მაშოვნინე და მერე…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.