ყვავილებში — ვასილ ბარნოვი
Topics: класика
Beginning
სევდის ბარს შეველ შენაღონები,
მოკრეფად მსურდა ვარდის კონები!
“ჩაყვითლებული კუზიანი კი იდგა დარჭმულ ისართან. ძარღვიანი თითები გადაეჭდო ერთმანეთზე და სევდიანის თვალით სეჰყურებდა ბატონიშვილს. სახტად დარჩა ოქროსქოჩრიანი ჭაბუკი, სიტყვა ვერა სთქვა, ხმა ვერარ ამოიღო. გადახდა ცხენიდან, ამოაზრო ისარი და ჩააგო კაპარჭშივე. მცირედ ხანს შეჰყურებდა იგი გონჯს დარდისაგან გამშრალი და მერე გაიღიმა მწარედ.
“ – ჩემი ბედიც შენა ჰყოფილხარ, შე საწყალო! – უთხრა ვაჯმა შემოისვა ცხენზე და დაბრუნდა.
“ ნელის ნაბიჯით მიდიოდა ჭაბუკი: უნდოდა გზაზე შეჰღამებოდა, რომ არავის დაენახნა მისი საცოლე. ღამე მივიდა სასახლეში მზეთუნახავისატვის გამზადებულ დარბაზში დააბინავე დუხჭირი. მსახურები გაოცდნენ როცა ნახეს გონჯი, მაგრამ კრინტს როგორ…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.