ელისო — ალექსანდრე ყაზბეგი
Topics: класика
Beginning
მშვენიერს დაცემულს მინდორზედ, ვლადიკავკაზის მახლობლად, მოჩანდა
ალყადშემორტყმული ურმები, გაჭედილი სახლის ავეჯეულობით. ამ ალყის შუა აქა-იქ
გაჩაღებულს ცეცხლებზედ ჩუხჩუხებდა ქვაბები, რომლებსაც მისხდომოდნენ
მოხუცებული დედაკაცები და საჭმელს ამზადებდნენ. იქვე მიმსხდარიყვნენ დანარჩენი
მოხუცი ხალხი და გაჩუმებულნი ყალიონს სწევდნენ. იმათი მხნე და გმირული, თუმცა
დაღონებული, სახე ცეცხლის შუქზედ რაღაცა საოცნებო სურათს წარმოადგენდა.
ყმაწვილი ხალხიც, ჯგუფ-ჯგუფად შეკრებილი, თუმცა სცდილობდა ერთმანეთის
გამნევებას, გამხიარულებას, მაგრამ იმათი დაფიქრებული სახე ისევ თსე გაუღიმებლად
რჩებოდა.
აქ იყო რაღაცა იდუმალი სიჩუმე, რაღაც იდუმალი სევდა, რომელიც ნებაუნებლივ
სიტყვას აწყვეტინებს და ხმას აკმენდინებს კაცს.
ხანდისხან ისეთი…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.