ნამწყემსარის მოგონებანი — ალექსანდრე ყაზბეგი
Topics: класика
Beginning
ნამწყემსარის მოგონებანი
18... წელს გარდავწყვიტე მეცხვარეობა დამეწყო და ამ ხელობის
შემწეობით მომევლო მთა და ბარი, გამეცნო ხალხი და გამომეცადა ის შიშით და
სიამოვნებით სავსე ცხოერბა, რომელიც მწყემსს განუშორებლივ თანა სდევს.
მე თითონ, როგორც მთის კაცს, მყვანდა რაოდენიმე ცხვარი, ცოტაოდენი კიდევ
ზოგიერთს მიწებში გაცვლე მოვაგროვე მივუმატე ჩემს ფარას, ავიღე ჯოხი და თოფი
და ამგვარად შევიქენ მეცხვარე.
რასაკვირველია, პირველი ჩემი ნაბიჯი ყველამ, განურჩეელად ყველამ მასხარად
აიგდო, რადგანაც ბბობდნერ რომ მებატონეა და მასთან სახელიანი კაცის შვილს
უბრალო მეცხვარეობა არ ეკადრებაო, მაგრამ მე ჩემი მიზანი მქონდა, ჩემი სურვილი
და ეს იქამდის ძლიერი იყო, რომ არავითარს რჩევას ყური ვუგდე მე მინდოდა
მენახა ხალხი, მსურდა გამეგო…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.