პაწია მეგობრები — ნიკო ლომოური
Topics: класика
Beginning
იდგა მკათათვე. ხართგამოშვების დრო მოტანებული იქნებოდა. მზე დასავლეთისაკენ გადახრილიყო, მაგრამ საშინელ სიცხე-პაპანაქებას კი ამით არაფერი შველებოდა. შემდგარ-შეტბორებულ ჰაერში მხოლოდ ხანდისხან ოდნავ წამოუბერავდა ხოლმე ქვენა (აღმოსავლეთის) ქარი. ჯოჯოხეთს რომ ერთი მუგუზალი აკლდა, სწორედ ამ მუგუზალს წააგავდა ეს ქარი. ზაფხულში ხომ ისედაც ცხელა, მაგრამ თუ ეს ქარიც ზედ დაერთო, სიცხე საშინელება ხდება. იგი ჩნდება აღმოსავლეთის უდაბნოებში, მოჰქრის იქიდან და თან მოაქვს სულის შემხუთავი პაპანაქება, მოსავლის გამაოხრებელი გვალვა, ყოველი ცხოველის შემაწუხებელი ჰავა. მხოლოდ ვენახები არიან ამ დროს კაი ყოფაში: მტევნები მსწრაფლად იზრდებიან, ტკბილი წვენით იჭიკნებიან; ყურძენი საჩქაროზე მწიფდება, ქარვის ფერად…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.