მსახური ეკლესიისა — ვასილ ბარნოვი
Topics: класика
Beginning
შეაღო ეკლესიის კარი იაკობ მღვდელმა, გადიწერა პირჯვარი და წარმოსთქვა სასოებით:
- შევიდე სახლსა შენსა, თაყვანის ვცე ტაძარსა წმინდასა შენსა!
ხმა მისცა მოძღვარს ცალიერმა საყდარმა, გაიმეორა მისი სიტყვები, უკანვე დააბრუნა მისი ხმა, გარნა აწ მრავალკეცი, დაწმედილი, კრიალა: ძველებური საყდარი იყო, თაღებში დატანებული ჰქონდა წვრილი რამ ქოცოები ხმოვანების გასაძლიერებლად და კამარა რომ ისხლეტამდა ბგერას, სახმოები ამრავლებდნენ მას, ასპეტაკებდნენ, განამტკიცებდნენ და ხმა გრგვინვით ბრუნდებოდა ძირს; უბრალო გალობაც კი მსმენელთ ყურის დამატკბობელ გუგუნად მოისმოდა საყდარში.
მღვდელმა მოიყარა მუხლი ამბიონის წინ და წარმოსთქვა მცირე რამ ლოცვა. ადგა, მოავლო თვალი ეკლესიას, მივიდა თახჩასთან, გამოიღო აბრეშუმის ქსოვილი და…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.