თებერას დანიშნული — ვასილ ბარნოვი
Topics: класика
Beginning
ერთი საწყალი მეღორე იყო თებერა, ობოლი ბიჭი, სხვის მოჯამაგირე, მაგრამ სოფლის გოგო-ბიჭებს ისე გვიხაროდა იმისი მოსვლა, თითქო უფროსი ძმა ყოფილიყოს ჩვენი, მოსიყვარულე და კეთილისმყოფელი. ხშირად არ დახედავდა თებერა ჩვენ სოფელს: ერთხელ-ორჯელ ზამთრობით შემოჰრეკავდა ღორს რამდენისამე დღით და მიატარ-მოატარებდა კარ-მიდამოზე თუ კალო-საბძელთან; ან ხევს ააყოლებ-ჩააყოლებდა, სადაც ღორი ძირხვენისა თუ სხვა ბალახის ძირსა სთხრიდა და იკვებებოდა. ღამე ღორს გომურში გამოამწყვდევდა და თითონ ოდაში მოუჯდებოდა ცეცხლს. თებერას მეპატრონე ჩვენ სოფელში არა ცხოვრობდა, მაგრამ იქაცა ჰქონდა მამული და სახლკარი. თითონ თებერა ჩვენი მეზობელი იყო და ბატონ ნუგზარს ემსახურებოდა სხვა სოფელში. გაზაფხულზე და ზაფხულში თებერა სრულებით…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.