გამარჯვებული ნიკო — ეკატერინე გაბაშვილი
Topics: класика
Beginning
გამარჯვებული ნიკო
ქალაქი დილის ტკბილს ძილში იყო. არავითარი მოძრაობა არ არღვევდა მოქალაქეთა მოსვენებას; მხოლოდ აქა-იქ დუქნის წინ ასასები ზმორებით და შმუშვნით ილაგებდნენ ლოგინს და მიეშურებოდნენ სახლში. ორი-სამი ეტლი ძილმორეული მეეტლეთი ზლაზვნით და ტაატით მირიხინებდა შინისკენ.
აღმოსავლეთი ოქროსფრად იყო შეღებილი. ჰაერი არ იძვროდა. ცხადი იყო, რომ იმ დღეს საკმაოდ ეცხელებოდა. ამ დილის რიჟრაჟზედ ორი მანდილოსანი ავლაბრის აღმართს შეუდგნენ. უფროსს მძიმედ გატენილი ბოხჩა ჰქონდა იღლიაში, გახუნებულ დრაფის ტალმის ქვეშ და მეორე ხელით წამდაუწუმ იწევდა თავისს კაბის უშველებელ ბოლოს, რომელიც მახესავით ედებოდა ფეხებში და უშლიდა სიარულს. მეორე თანამგზავრი კუდიანის კაბის პატრონისა ახალგაზდა თვრამეტ-ცხრამეტის წლის…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.