მოძღვარი — ალექსანდრე ყაზბეგი
Topics: класика
Beginning
მოძღვარი
გუდა აყრის ხეობას, თითქოს განგებ, გაუპია კავკასიის მთების
უმთავრესი ძარღვი და ვიწროს ხეობად შიგ შეჭედილა: ეს ხეობა ავდარსა და
ნიაღვარს დაუხრამავს, მაღლობებიდგან ჩამონადენს ქვასა
და ღორღსა უშველებელის ლოდებით გაუვსია და მეტისმეტად
ძნელს გასავლელად შეუქმნია. ხშირი და დაბურვილი ტყე, რომელიც
ხეობას აქეთ-იქით ფერდობებზედ მისდევს, გახლართულა სხვადასხვა მხვევის
მცენარეებით და ყოველი მოძრაობა უფრო მეტად გაუძნელებია. ხეობა თავდება
თვალუწვდენელის ფრიალოთი, რომელიც, თითქოს განგებ, გზის მოსასპობლად
სიგანეზედ გაჰხირებია
და იქაურობას მუქარით და ამაყად გადმოჰყურებს. პირველისავე
შეხედვით, ეს ადგილი იქამდის მკაცრად, გულისდამხურავად და სევდამომცველად
გეჩვენებათ, რომ ნებაუნებლივ გაღონებთ და ამგვარის მდგომარეობის…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.