Memova Learners Teachers Vocabulary test Tutors Pricing Help Українська

ტრფობა წამებული — ვასილ ბარნოვი

Book · Language: Georgian · Level: hard · Author: ვასილ ბარნოვი · ≈ 488 min · 73152 words

Topics: класика

Beginning

ფარავანის ტბის ნაპირას, სადაც შარვაშეთის მთა დააწყდება, სანსრების გადასწვრივ, განმარტოებით მოსჩანდა კარავი, რომლის გარშემო რამდენიმე ადამიანი ტრიალებდა, ქალი თუ კაცი. სამგზავროდ ეცვათ: გზად მიმავალთ შეესვენათ აქ. კარავში მხოლოდ ქალები და ბალღები იყვნენ. ქალბატონს სარტყელი მოეშვა, გულისპირი ჩაეხსნა; მხარ-თეძოზე მიწოლილი თვალებს ლულავდა. მარჯვენა მკლავი უღონოდ გადმოეგდო ხალიჩაზედ. მის დაღონებულ სახეს და მოდუნებულ ტანს თუ ხელს ვეღარ უხდებოდა ვერც მელევანდი მოელვარე, ვერც გულისქინძისთავი, ძვირფასი ბეჭედი, თუ საყურე ფასდაუდები: მხიარულად მოციმციმე სამკაული უფრო მკაფიოდ ჰსახავდა ღრმა ნაღველს მათის პატრონისას. კარავში ორიც სხვა დედაკაცი იყო. ისინი მისხდომოდნენ მიწოლილ ბავშვებს, სდარაჯობდნენ…

Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.

Source: ka.wikisource.org/wiki/%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90_%E

Read in Memova

Open Memova