ჭინჭრაქა — ზღაპარიყო - Zgapariko
Topics: казки, дітям

Beginning
[მუსიკა]
გამოიწერეთ ზღაპარი იყოს YouTube არხი
იყო და არა იყო რა ღვთის უკეთესი რა
იქნებოდა
იყო სამი ძმა ძალიან ღარიბად და საწყლად
ცხოვრობდნენ უფროსი ძმების სახელები
აღარავის ახსოვს უმცროს კი ჭინჭრაქა ერქვა
ძმებმა თქვეს ასე შინჯდომით მზამზარეულად
არაფერი მოგვივა, წავიდეთ სადმე ან
სამუშაო ვიშოვოთ ან და მოჯამაგირედ
დავდგეთ. თქმა და ქნა ერთი იყო, ადგნენ და
გაუდგნენ გზას.
ჭინჭრაქა ხელმწიფეს დაუდგა მოჯამაგირედ.
ხელმწიფეს გაგონილი ჰქონდა ჭინჭრაქას
ეშმაყობა და ერთხელ უბრძანა
ამა და ამ დევს ოქროს ხელადა აქვს და უნდა
მომიტანო.
ჭინჭრაქამ მოახსენა, ერთი წერაქვი და
მიჩაბი მომეცი და მე ვიციო. მისცეს
წერაქვი და ნიჩაბი. ჭინჭრაქამ წაიღო და
ხელადის მოსატანად წავიდა. იარა, იარა,
იარა და მიადგა ერთ გორაკს. ამ გორაკზე
დევის სახლი…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.