რწყილი და ჭიანჭველა — ზღაპარიყო - Zgapariko
Topics: казки, дітям

Beginning
[მუსიკა]
გამოიწერეთ ზღაპარიკოს YouTube არხი.
მეგობარი ამ ქვეყნად ყველას სჭირდება.
კაცსაც, პირუტსაც, ნადირფრინველსაც და
პაცაწინ არსებას მწერსაც.
ხოდა ერთხელ ერთი რწყილი და ჭიანჭველა
დაძმობილდნენ და გაუდგნენ გზას ერთად.
იარეს ბედნიერად, გადალახეს ბევრი მთა,
ბევრი მინდორი. და ბოლოს ერთ მოზრდილ რუს
მიადგნენ. ბრწყილმა უთხრა ჭიანჯველას, მე
გადავხტები და შენ რას იზამო? მეც
გადმოვხტებიო, მიუგო ჭიანჭველა.
წყილმა ისკუპა და გადახტა.
ისკუპა ჭიანჭველამ და შუა წყალში მოადინა
ტყაპანი. წაიღო წყალმა ჭიანჭველა, ხედავს
საშველი აღარ არის და რწყილს შეეხვეწა.
ძმობილო, მიშველე რამე, ნუ დამახრჩობო.
წყილს თვითონ შველა არაფრით შეეძლო,
ამიტომ მეგობრის დასახმარებლად გაიქცა.
ახტა, დახტა, მივიდა ღორთან და შეეხვეწა.
ღორო, მომეც ჯაგარი,…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.