Memova Learners Teachers Vocabulary test Tutors Pricing Help Українська

ნაცარქექია — ზღაპარიყო - Zgapariko

Video · Language: Georgian · Level: hard · Author: ზღაპარიყო - Zgapariko · ≈ 9 min · 864 words

Topics: казки, дітям

ნაცარქექია

Beginning

იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა

იქნებოდა.

იყო ერთი ზარმაცი და მუქთამჭამელი კაცი.

მთელი დღე ბუხართან იჯდა, ხელში ჩხირი

ეჭირა და ნაცარს ქექვდა. სწორედ ამიტომ

ხალხმა ნაცარქექია შეარქვა. ნაცარქექიას

კარგი მეოჯახე ძმები ჰყავდა. კაცო, სულ

რომ ნაცარს უზიხარ, ან ჭამა არ გინდა, ან

სმა? ადექი, გაისარჯე. იქეთ მიდექ, აქეთ

მოდეგ და ოჯახში რამე შემოიტანე, თორემ

იცოდე ჩვენ შენი რჩენის თავი აღარა გვაქვს

და სახლიდან გაგაგდებთო ეუბნებოდნენ

ყოველდღე,

მაგრამ ნაცარქექია ძმების მუქარას ერთ

ყურში რომ შეუშვებდა, მეორედან

გამოუშვებდა.

მობეზრდა ძმებს მისი უსაქმურობა და ერთ

მშვენიერ დღეს მართლაც გააგდეს სახლიდან.

ერთი ხბოს ქუდა და ნაცარი გაუტენეს,

ზურგზე აღკიდეს, ხელში ჩხირი მისცეს,

ჩოხის კალთაში საგზლად ჭყინტი ყველი

გამოუხვიეს და…

Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.

Source: youtube.com/watch?v=40N6N1I-3hc

Read in Memova

Open Memova