Memova Learners Teachers Vocabulary test Tutors Pricing Help Українська

Mjera Tsa Kavkasionis — Niaz Diasamidze

Song · Language: Georgian · Level: hard · Author: Niaz Diasamidze · ≈ 4 min · 148 words

Topics: мистецтво й музика

Mjera Tsa Kavkasionis

Beginning

მე სამი სიმი მყოფნის ფანდურის

რომ გამოვხატო ჩემი ქართული

მჯერა ოჯახის, თავისუფლების

არ მაქვს სურვილი დიდი სუფრების

არ მიყვარს ჭიქა ნაკლული

არც ჩანაფიქრი მხიბლავს მზაკვრული

მიყვარს თუშური გარმონი

თათარაიძის დაკრული

მჯერა მე დილის ნიავის

და ვენახების შრიალის

მჯერა ცა კავკასიონის

და დედამიწის ტრიალის

♪

რაც შეეხება დემოკრატიას

მე არ ვეკუთვნი არცერთ პარტიას

მე არ მკიდია ჰალსტუხი ყელზე

თანამდებობა მკიდია

არ მჯერა ღიმილი სტრატეგიული

მიყვარს ცხოვრება ენერგიული

არ მჯერა პიარ პონტების

მეგობარი ვარ ნოტების

მე მჯერა დილის ნიავის

და ვენახების შრიალის

მჯერა ცა კავკასიონის

და დედამიწის ტრიალის

♪

მე არ მჭირდება ვინმეს გინება

არც მილიარდის შოვნა მინდება

მყოფნის ვაჟასთან გასაუბრება

ღამე უბანში გასეირნება

მე სამი სიმი მყოფნის ფანდურის

რომ…

Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.

Source: youtube.com/watch?v=87wQNMq9cNE

Read in Memova

Open Memova