Memova Learners Teachers Vocabulary test Tutors Pricing Help Українська

Shav Gvinoshi Alublebi Banaoben — Mgzavrebi

Song · Language: Georgian · Level: hard · Author: Mgzavrebi · ≈ 3 min · 218 words

Topics: мистецтво й музика

Shav Gvinoshi Alublebi Banaoben

Beginning

სევდიანია დღე, ამინდიც, ისე რა

როგორც იმ ერთ სიმღერაშია

არც წვიმს, არც თოვს, არც ქარია

ამ ბოლო დროს, ყველაფერი ამერია

მაგრამ, ყველაფრისდა მიუხედავად

ყოველი დღის მოსვლა მაინც მიხარია

მაინც მიხარია

შავ ღვინოში ალუბლები ბანაობენ

ეგ ტუჩები დასალევად მენანება

ბილიკებად ჩამოყრილი შენი თმები

გზას მიბნევს და ეგ სიბრმავე მენატრება

გზას მიბნევს და ეგ სიბრმავე მენატრება

შავ ღვინოში ალუბლები ბანაობენ

ეგ ტუჩები დასალევად მენანება, (მე)

ბილიკებად ჩამოყრილი შენი თმები

გზას მიბნევს და ეგ სიბრმავე მენატრება, მენატრება

ფანჯრის რაფას დაეკიდა შემოდგომა

გარეთ წვიმამ ნისლის ქოლგა დაიხურა

ეგ ამბორი როგორც, მთვარის ნაფეხური მაჩუქა

მაჩუქა და კარი ჩუმად გაიხურა

მაჩუქა და კარი ჩუმად გაიხურა

მაჩუქა და კარი ჩუმად გაიხურა

შავ ღვინოში…

Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.

Source: youtube.com/watch?v=O7Lf2CRaQnE

Read in Memova

Open Memova