Memova Learners Teachers Vocabulary test Tutors Pricing Help Українська

დარიჩინი — Indigo

Article · Language: Georgian · Level: hard · Author: Indigo · ≈ 3 min · 464 words

Topics: їжа

დარიჩინი

Beginning

"და ვითარცა კინამო... მივფინე სულნელება" ფრაზა ძველი აღთქმის იგავიდან

თავმოწონებას არ დავიწყებ, პირდაპირ ვაღიარებ – რა თქმა უნდა, ჯერ სახელი დარიჩინი ვიცოდი და შემდეგ გავიგე, რომ არსებობდა ასეთი სახელიც – კინამო. ლექსიკონებში წერია. ერთგან კი ასეც ახასიათებენ:

კინამო არს ყვავილი სუნნელი, ეგვიპტეს მოვა; მძინარს კაცსა რა პირსა დაადვა, გულის პასუხს წარმოიტყვის. რა ცხელთა რაშიმე შთადვა, ანუ აბანოთა შეიტანო, გააგრილებს.

მძინარე კაცზე არ მიცდია, არც აბანოში, მაგრამ ვიცი, რომ თქვენც იცით – ამ ყავისფერ გრაგნილს ყავაში ან შავ ჩაიში თუ ჩაალბობთ, წამსვე იმედით აღივსებით, ადამიანებზეც მოგიბრუნდებათ გული და თუ რამ სინდისის ქენჯნა გაწუხებთ, მოგეხსნებათ – საკუთარ თავს ხელახლა შეიყვარებთ.

საერთოდ არ ვამეტებ.…

Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.

Source: indigo.com.ge/articles/daricini

Read in Memova

Open Memova