დევიდ ატენბორო იმედს არ კარგავს — National Geographic საქართველო
Topics: наука й природа

Beginning
სერ დევიდ ატენბორომ 70 წლის განმავლობაში მთელ მსოფლიოში იმოგზაურა, რათა დედამიწის ეკოსისტემათა კალეიდოსკოპური მრავალფეროვნება აღებეჭდა. დღეს იგი 99 წლისაა და მისი თხრობა იმდენ სატელევიზიო პროგრამაში გაისმა, რომ მისი ხმა ბუნების საოცრებებთან არის გაიგივებული. ხანგრძლივი მოღვაწეობის განმავლობაში უამრავი გასაოცარი რამ შეხვედრია, თუმცა ერთი ამბავი გამორჩეულად ახსენდება.
1957 წელს ატენბორო ავსტრალიაში გაემგზავრა და მყვინთავის აღჭურვილობით დიდი ბარიერული რიფის მარჩხობ წყლებში ცხოვრებაში პირველად ახლოდან დააკვირდა მარჯნებს. ეს იყო „ერთგვარი სენსორული გადატვირთვა, – ამბობს იგი, – მარჯნის ტოტებში მოცურავე უთვალავი პაწაწინა თევზი, მარჯნის სტრუქტურათა მრავალფეროვნება – სანახაობა, რომელმაც ოკეანის…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.