ორხმოვანი ერი — National Geographic საქართველო
Topics: подорожі й побут

Beginning
ბერძნებს, ხომ იცით, რაც რამე იყო, ყველაფრის ღმერთი ჰყავდათ და მათთვის სამყარო მითების გარშემო ტრიალებდა, რომაელებისთვის კი რიტუალში მდგომარეობდა რელიგიურობის არსი; და რადგან ყველა რიტუალი ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასვლის, ან ზოგჯერ ამ ორი მდგომარეობის ერთდროულობის აღმნიშვნელია, რომაელებს ჰყავდათ ერთი (ბერძნებისგან განსხვავებული) დასაწყისების და დასასრულების, შესასვლელების და გასასვლელების, კარიბჭეების და დუალიზმის ღვთაება იანუსი. იანუსს ერთი ტანი და ორი სახე აქვს და ამ ორი სახით სხვადასხვა მიმართულებით იყურება – ერთით წარსულში, მეორეთი მომავალში.
რომაელების ამბავი მე ცუდად ვიცი, მაგრამ სულ ვფიქრობდი, რომ რაღაც იანუსისა სცხია ქართველის პოლიტიკურ გონებას, რადგან ხვალინდელზე ისე არ…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.