დოქტორი ფაუჩი: მისი ცხოვრება და მოღვაწეობა — National Geographic საქართველო
Topics: суспільство

Beginning
ნაწყვეტები National Geographic-ის წიგნიდან „ფაუჩი – მოულოდნელის მოლოდინი: ათი გაკვეთილი სიმართლეზე, მსახურებასა და სამომავლო გზაზე“.
1940 წელს შობის წინა ღამეს გავჩნდი. მამაჩემის თქმით, დედაჩემის მეანი მაშინ წვეულებაზე იყო. როდესაც დედაჩემს მშობიარობა დაეწყო, მამამ ბრუკლინის საავადმყოფოში მიიყვანა და მას ახსოვს, როგორ შემოვიდა ექიმი სმოკინგით. ჩქარობდა, ამიტომ მარტო ხელები დაიბანა და საოპერაციო ტანსაცმელი ზემოდან გადაიცვა. ამაზე სულ ვიცინოდით: ნეტავ, რამდენი დალია, სანამ ჩემს მოსავლენად გამოიქცეოდა?
ენტონი ფაუჩი თითქმის ხუთი წლის იყო 1945 წელს, როდესაც აშშ-მ ჰიროშიმასა და ნაგასაკის თავზე ატომური ბომბები ააფეთქა და კატასტროფული ნგრევის გამო იაპონიის კაპიტულაცია განაპირობა.
მუდამ მემახსოვრება…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.