Memova Learners Teachers Vocabulary test Tutors Pricing Help Українська

იდუმალებით მოცული რგოლები — National Geographic საქართველო

Article · Language: Georgian · Level: medium · Author: National Geographic საქართველო · ≈ 11 min · 1671 words

Topics: наука й природа

იდუმალებით მოცული რგოლები

Beginning

2011 წლის შუა სექტემბრის ნათელ, ცხელ დღეს საზღვაო ბიოლოგი კრისტინ პერჟან-მარტინი პატარა კვლევითი გემის კაიუტიდან დიდხანს არ გამოდიოდა. 30-მეტრიანი კატამარანი ხმელთაშუა ზღვაში, კორსიკის სანაპიროდან დაახლოებით 20 კილომეტრში მიცურავდა. გემის ფანჯრებში მზეზე მოლიცლიცე მუქი ლურჯი წყალი ჩანდა, მაგრამ პერჟან-მარტინი ტალღებს არ უყურებდა. მას ის უფრო აინტერესებდა, რაც წყალქვეშ ხდებოდა.

იგი მონიტორზე აკვირდებოდა გემის სონარული სისტემით მიღებულ გამოსახულებებს. სონარი მოკლე ბგერით იმპულსებს ზღვაში უშვებდა, რათა დაახლოებით 120 მეტრის სიღრმის წყალქვეშა ტოპოგრაფია დაედგინა. ოკეანის შემსწავლელი ამ მეცნიერისთვის ეს ერთთვიანი მისიის ბოლო დღე იყო პატარა გუნდთან ერთად, რომელშიც შედიოდა მისი ოკეანოგრაფი ქმარი…

Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.

Source: nationalgeographic.ge/story/idumalebit-moculi-rgolebi/

Read in Memova

Open Memova