ჩიტი და ილა — შიო მღვიმელი
Topics: класика
Beginning
პატარა ილამ ეზოში
ბევრი იცელქა დილითა;
გამოაყრუა მიდამო
გამხმარი ლელის სტვირითა.
შემდეგ მოახტა ცხენჯოხას,
გაჰკურცხლა, გაიჯირითა;
ბაღჩას მიმართა, რომ პირი
ჩაიტკბარუნოს ხილითა.
მწიფე ბალ-თუთას ღიღინით
ჩაუნავარდა შუაში;
ნახა იქ ჩიტი გაბმული
ფრთა-კისრით ცხენის ძუაში.
გამოხსნა გულისფანცქალით
მალხაზი ჩიტი, ცქრიალა;
ძაფი მოაბა ფეხზედა
და მაღლა შეაფრთხიალა.
ხან ძირს დაუშვა, ხან შესვა
პაწია ხომანდულზედა;
დაკოცნა, მიესათუთა
და მიიხუტა გულზედა.
გაუმასპინძლდა ხართუთით
ბლის ტოტს აწვდიდა მთლიანად,
მაგრამ რა ნახა მოწყენით,
ჩიტს უთხრა ალერსიანად:
„იქნება ნაღვლობ დედაზე?
დედა მეც მიყვარს ძალიან...
აქ მოსასვლელად, ვინ იცის,
არც დრო აქვს, არცა სცალიან...
აჰა, გაფრინდი ბინაზე,
დედა შენ ნახე თავადა,
თორემ დაგიწყებს ლოდინსა
ჯავრით გახდება…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.