Memova Learners Teachers Vocabulary test Tutors Pricing Help Українська

წიფლისჩიტა — ვაჟა-ფშაველა

Text · Language: Georgian · Level: hard · Author: ვაჟა-ფშაველა · ≈ 3 min · 421 words

Topics: класика

Beginning

ისე სასიხარულო არავისთვის იქნება გაზაფხული, როგორც მთისთვის არის. მთა ყველაზედ მეტად დაჩაგრულია ზამთრისაგან. მთა ამ დროს მკვდრეთითა სდგება: თეთრს სუდარას გაიხდის და კუბოდამ ამოიხედავს… მთის გვერდებზე ალაგ-ალაგღა სჩანს დარჩენილი თოვლები. მთას უხდება კალთებში ტყე, მიბინდებულ-მიჩუმებული.

არც ტყე დარჩენილა გაზაფხულისაგან უნუგეშოდ. დააშვენებს იმას თეთრად და წითლად აყვავებული მაჟალო და პანტა; იქვე ყვავის ტყემალი… ყვავილები ამკობენ წიფელს, რცხილას, მუხას და ფოთლებ-მთრთოლარე ვერხვსა… თუ ესენი მოსცდებიან და აღარ გაუღიმებენ ტყეს, ასკილი ხომ აღარ უღალატებს; ეს ტყის ვარდი მაინცდამაინც გაიშლება გორ-გორის პირებზე; თუ ესეც მოსცდა, შვინდი ხომ აღარ მოსცდება. ისე როგორ მოსცდება შვინდი, რომ ყვითლად აღარ…

Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.

Source: ka.wikisource.org/wiki/%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%A4%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1

Read in Memova

Open Memova