ორაგულის ცხოვრება — ვაჟა-ფშაველა
Topics: класика
Beginning
არაგვის წიაღზე
– ძლივს, მადლობა ღმერთსა! დაილოცა ღმერთი, რომ მშვიდობით მოვაღწიეთ. მშვენივრად ვგრძნობ ჩემ თავსა. დავისვენე სულიერალ, დაისვენა სხეულმაც; ბედნიერება უფრო იმის გამო მიათკეცდება, რომ გზა-გზა რამდენსამე ხიფათს გადავრჩით უვნებლად, მშვიდობიანად. საშიშროება კი არც აქ გვაკლია. მინდა გულით იმ ლოდს ქვეშ შევცურდე და იქაური წყალი შევისუნთქო; თუმც დალოცვილია არაგვის წყალი, ერთი იმისი წვეთი ჩემთვის ბედნიერებაზე ბედნიერებაა, მაინც იმ ლოდს ქვეშ განსაკუთრებით ბედნიერად ვგრძნობ მუდამ ჩემ თავს და ვერ გამიბედია იმის გამო, რომ წყეული წავი შემხვედრია მანდ ხშირად და მხოლოდ ღვთის განგებას გადურჩენივარ. მაინც და მაინც როგორ შეედრება ზღვაში ცხოვრება აქაურს?!. აქაური ერთი წამის სიცოცხლე მირჩევნია მთელი…
Tap any word for its translation at once; the word goes into your deck together with its sentence.